ტოკ ტვ

ტოკ ტვ

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

საქართველოში ყველაზე მულტიეთნიკურ და მულტირელოგიურ წალკის მუნიციპალიტეტში პირველემბა შევქმენით ადგილობრივი მედიაორგანიაცია და დავიწყეთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გაშუქება. წალკის მუნიციპალიტეტში პრველი მედია ორგანიაციის შექმნისა და ამოქმედების შემდეგ, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ მედიური წარმოებით ჩვენ შევძელით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გავლენა მოგვეხდინა ადგილობრივებისთვის ერთი სკოლის, ორი ბაღის გახსნაზე, ზებრა გადასასვლელებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, კომუნალური საკითხების გადაჭრაზე, მაგალითად გამრიცხველიანება, წყლით მომარაგება. ჩვენსავე ოფისში გამოვყავით უსასყიდლო საჯარო სივრცე ბიბლიოთეკისთვის, სოფელ კოხტაში შევქმენით ერთგავრი მედიათეკა, სადაც ჩავრთეთ ინტერნეტი, რაც ადგილობრივებისთვის უფასოა, ახლაც ვაგროვებთ წიგნებს და უკვე მომდევნო წელს ვგეგმავთ გარე საჯარო, უფასო საზაფხულო კინოთეატრის ამოქმედებას, ცხადია კვლავ გავაგრძელებთ მედიის საქმიანობას და დავეხმარებით, როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ისე ადგილობრივ ბიზნესს