მარილა

მარილა

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მარილა პირველი ქართული ღვინის მარილია, რომელიც მაღაზიათა ქსელში და ექსპორტზე გამოჩნდება. პროდუქტი 2023 წელს შეიქმნა. შევიმუშავეთ საკუთარი რეცეპტი და ნედლეულად ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ქართულ, ქვევრის ღვინოს და საკვებ მარილს. შედეგად, იქმნება მარილ-სანელებელი, საუცხოო არომატებით, რომელიც ძალიან უხდება სტეიკს, მწვადს,სხვა ხორცეულს, სალათებს და ა.შ. ამჟამად ვაწარმოებთ კლასიკურ სახეობას, სუფთა ღვინის მარილს, სუნელებისა და სხვა დანამატების გარეშე. პროდუქტი სრულიად არტიზანულია და დიდი ინტერესი გამოიწვია. ორწლიან გეგმაში გვაქვს წარმოების გაფართოვება, ჰასპის დანერგვა და კიდევ სხვა სახეობების დამატება, ასევე ექსპორტი ამერიკის, ევროპისა და გალფის ქვეყნების მიმართულებით.