Wine Diamond
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
Wine Diamond პირველი, ქართული ღვინის ქვის სამკაულის ბრენდია, რომელიც ქმნის სრულიად უნიკალურ ნაკეთობებს - ქართული ღვინის კრისტალებისა და უმაღლესი სინჯის ვერცხლისგან და ამას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს სულ ახალი სიტყვაა როგორც ღვინის, ასევე მოდის სამყაროში. კომპანიის ორ წლიანი გეგმაა: ღვინო სამკაულში - ცალკე ტრენდად დაამვკიდროს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სამკაულებმა სულ მოკლე დროში, დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს მას უკვე ბევრი იცნობს და აღიარებს, როგორც უნიკალურ და ინოვაციურ სამკაულს , რომელიც სხვაგან არ არსებობს. დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ჩვენს ნაკეთობებზე და გვემატება ახალი ტიპის მოხმარებლები, რომელთათვისაც სპეციალურ კოლექციაზე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენს სამკაულებს ატარებენ, როგორც შუა ხნის ადამიანები, ასევე ახალგაზრდებიც.