უსული

უსული

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

უსული არის ორი მეგობირის სოფოს და მაკოს 2020 წელს გაჩენილი ინიციატივა. მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ნაჭრებისგან, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდებოდა, შეგვექმნა რამე პროდუქტი. მოგეხსენებათ მოდის ინდუსტრია მსოფიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი გარემოს დამბინძურებელი ინდუსტრიაა. დავიწყეთ ფეხსაცმლის წარმოებით და ნელ ნელა მასალიდან გამომდინარე ასორტიმენტიც გაიზარდა. მასალა თავად გვკარნახობს თუ რა გამოვა საბოლოო პროდუქტი. მასალისთვის, ვუკავშირდებით ყველა იმ ადამიანს და კომპანიას ვიზეც ხმა მიგვიწვდება, იქნება ეს ტანსაცმლის დიზაინერები, ფეხსაცმლის თუ ავეჯი მწარმოებლები. ზოგი სიხარულით ერთვება ჩვენს ინიციატივში. ამასობაში ჩვენი ცნობადობა ისე გაიზარდა რომ უცხო ადამიანები გვიკავშირდებიან გამოუენებელი, ვინტაჟური ქსოვილების შემოსაწყირად. ამასთან ერთად ჩვენს ყველა პროდუქციას მოყვება საინფორმაციო თეგები, იმისთვის რომ მყიდველი ინფორმირებული იყოს თუ რას იძენს და რომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს გარემოზე ზრუნვაში.