მზიანი მოსავალი

სოფლის მეურნეობის პროდუქტები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მზიანი მოსავალი არის საქართველოში ერთადერთი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. წამყვანი პროდუქტია გადამუშავებისთვის ვარგისი უმაღლესი ხარისხის კარტოფილის წარმოება, ისეთი მწარმოებლისთვის როგორიცაა ქართული კარტოფილის ჩიფსები. კომპანია არის პირველი ინოვაციების შემომტანი ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია კარტოფილის მინდვრები, თანამედროვე სარწყავი სისტემები, სასაწყობე მეურნეობა, რომელიც დასავლეთ ევროპული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. კომპანია კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვში ქმნის დიდ დოვლათს, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, ხდება ახალი ჯიშების ტესტირება და ადგილობრივ ფერმერებში გავრცელება, რაც ამაღლებს მოსავლიანობას და ზრდის შემოსავალს ყველა ჩართული მხარისთვის. ასევე ადგილობრივ ფერმერებს უქმნის მუდმივი გასაღების ბაზარს, რაც გამოიხატება საჩიფსე კარტოფილის მიწედების გარანტირებული კონტრაქტების ფარგლებში გძელვადიანი თანამშრომლობის სა საკონტრაქტო ფარმინგის სტრუქტურაში მათი ჩართვით.