mulberry

mulberry

სილამაზე, ჰიგიენა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

mulberry ექსკლუზიური ბრენდია საქართველოში, რომლის ძირითადი მიმართულება სილამაზეზე და კომფორტზე ზრუნვაა. ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალური აბრეშუმის პროდუქციას სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. იქიდან გამომდინარე რომ თანამედროვე სამყაროში დღითი დღე იზრდება სილამაზეზე ზრუნვისა და თავის მოვლის აქტუალურობა, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებსა თუ გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ღამის რუტინაა, რადგან სწორედ ღამე იღდგენს ჩვენი კანი ბუნებრივ ბალანსს და ეფექტურად ითვისებს ჩვენს მიერ გამოყენებულ სხვადასხვა კოსმეტიკურ თუ სამკურნალო საშუალებებს. თუცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ პროცესს თავადვე ვუქმნით საფრთეხეს და ვაქცევთ არაეფეტურად, არასწორად შერჩეული ბალიშის პირის გამოყენებით. საქმე იმაშია, რომ ტრადიციულ ბამბის ბალიშის პირებს მაღალი შეწოვადობა ახასიათებთ და ღამის განმავლობაში შეუძლიათ 60%-მდე მოვლის საშუალებების სახის კანიდან შეწოვა, შესაბამისად მათი ეფექტურობა დაახლოებით 60%-ით იკლებს. სხვა ქსოვილებისაგან განსხვავებით აბრეშუმი ნაკლებშემწოვია და ეხმარება ჩვენს სახის კანს ღამის რუტინის დროს გამოყენებული საცხების, მკვებავებისა და შრატების თითქმის სრულად ათვისებაში. თავისი ბუნებრივი ცილოვანი სტრუქტურის, ჰიპოალერგიული თვისებებისა და გლუვი ზედაპირის წყალობით კი მინიმუმამდე ამცირებს კანის დაზიანების, ნაოჭების ფორმირებისა და ძილის ხაზების წარმოქმნის რისკს. შესასაბამისად აბრეშუმი ერთადერთი სწორი ალტერნატივა და ინვესტიციაა ჩვენი ღამის რუტინის სრულყოფისათვის. აბრეშუმის პროდუქციის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს, რადგან სწორედ ხარისხი განაპირობებს აბრეშუმის განსაკუთრებულ თვისებებსა და განმძლეობას. mulberry-ს სრული კოლექცია დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% ნატურალური აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან და წარმოადგენს ექსკლუზიურ პროდუქტს ქართულ ბაზარზე, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. ამ ეტაპზე ჩვენთან ხელმისაწვდომია ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირები, საძილე ნიღბები და თმის სამაგრები 5 ფერში, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ აბრეშუმის ხაზის კიდევ უფრო გაფართოებას, როგორც პროდუქციის სახეობების (ხალათები, საძილე ქუდები, სამგზავრო ბალიშები და ა.შ) ასევე ფერებისა და სხვადასხვა პრინტების თუ ქართული ორნამენტების კუთხით. ჩვენი მიზანია, მომდევნო 2 წელიწადში შევქმნათ ფიზიკური სივრცე, სადაც ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება შეარჩიოს და შეიძინოს ნატურალური აბრეშუმის პროდუქცია, წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და გემოვნებას და მისცემს საშუალებას აქციოს ძილი სილამაზეზე ზრუნვის მთავარ რიტუალად.