HALO

HALO

ინტერიერის დიზაინი, სახლის დეკორი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია ჰალო აწარმოებს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ფუნქციურ სახლის დეკორს 3D ტალღის ეფექტით, რომელიც ზღვის განცდასთან ერთად ხალისიანი ფერებით ავსებს ინტერიერს. ეპოქსიდი თხევადი წებოა რომელიც 24 საათში სრულად მყარდება. ჩვენ ვქმნით ეპოქსიდის გამოყენებით ტალღის ეფექტს, რომელიც ყველანაირ მსგავსი თემატიკის დიზაინის სახლის დეკორისგან განსხვავდება, მდგრადობით და ვიზუალურად, ვინაიდან არ არის გამოყენებული სხვადასხვა სამხატვრო საღებავები ან პრინტის მეთოდი. ეპოქსიდური ფისი ფენების საშუალებით თხევად მდგომარეობაში ესხმება ზედაპირს, რაც 3დ ტალღის ეფექტის ვიზუალს გვაძლევს. რამდენიმეთვიანი პრაქტიკის შედეგად მივაგენით მეთოდს, რომელმაც საუკეთესო ხარისხის ტალღის ეფექტი მოგვცა, რაც დღეს ჩვენი ნიშაა და უპირატესობაც. მსგავსი ან მიახლოვებული ხარისხის ტალღის ეფექტი ჯერ ჩვენ ბაზარზე არავის შეუქმნია. კომპანიებისგან, რომლებიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობენ, გამოგვარჩევს დამზადების ტექნოლოგია, გამოყენებული მასალა, იდეა, შინაარსი და ხასიათი. ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში ვინც ტალღის ეფექტით მასიურად დაიწყო სახლის დეკორის და აქსესუარების დამზადება. ამ ეტაპზე გვაქვს სახელოსნო და შოურუმი - 31 კვ.მ კალოუბნის 33- სადაც ვაწარმოებთ სარკის, სილამაზის, სამზარეულოს და სახლის ხაზს, რაც აერთიანებს 25 სახეობის და 100 დასახელების პროდუქტს. დეკორატიული სარკე, სააბაზანოს სარკე, მაცივრის მინი სარკე მაგნიტები, სარკე სადგამით, ხელის სარკე, ჩანთის სარკე, სავარცხლები თმის სტრუქტურის მიხედვით, კულონი, სამაჯური, საქართველოს რუკის ფორმის მაცივრის მაგნიტი, ქვევრის ფორმის მაგნიტი, ბრელოკი, საქართველოს რუკის ფორმის ხის სერვირების დაფა, ქვევრის ფორმის დაფა, აჭარული ხაჭაპურის თემატური დაფა, ფორმიანი დაფა, სპატულა, სამზარეულოს ქილა, ტანსაცმლის მინი საკიდი, მასიური ხის რამდენიმეკაუჭიანი საკიდი, კედლის საათი და მაგიდა. ჩვენს პროდუქციას ფუნქციურ-დეკორატიულთან ერთად აქვს ემოციური დატვირთვა, რაც განაპირობებს ნებისმიერი სივრცის უნიკალურობას. ჰალოს თითოეული ტალღა შთაგონებულია სხვადასხვა ზღვის ან ოკეანის ფერებით. ძირითადი მოდელებია- შავი ზღვა, ოკეანის ტალღა, მალდივები და ჰავაი. ადამიანები მუდმივად სიახლის და განსხვავებული პროდუქტის ძიებაში არიან, განსაკუთრებით თუ ეს ინტერიერის განახლებას და საჩუქრის შერჩევას ეხება. პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს თვითგამოხატვის ერთერთი საშუალებაა და ასევე დატვირთულია ემოციით. ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს უკმაყოფილებს განსხვავებულობის და გამორჩეულობის განცდას, ვინაიდან თითოეული ეგზემპლარი მზადდება ინდივიდუალურად და მსგავსი არ მეორდება. ჩვენი მიზანია გავცეთ ზღვა ემოცია, რაც მთელი დღის მანძილზე დადებითად დამუხტავს ადამიანებს და მათ ყოველდღიურობას მეტ პოზიტივს შემატებს. ჰალო 2021 წლიდან აქტიურად ოპერირებს ბაზარზე. შექმნის დღიდან აქტიურად ვმუშაობთ პროდუქციის ნაირასახეობის გაფართოებაზე. ამ ეტაპზე მოვახდინეთ ჩვენი პროდუქციის დივერსიფიკაცია HALO kitchen, HALO mirror, HALO beauty, HALO home. საქართველოს მასშტაბით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სუვენირების და სახლის დეკორის მაღაზიებთან, ერთერთ სარკის ფართო რეალიზატორ შპს.ევროგლასთან, სადაზღვეო კომპანია ალდაგთან, ონლაინ პლატფორმა ვოუჩისთან, საქართველოს ბანკთან და ჰიპერმარკეტ მიჰაუსთან . ასევე, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო პლათფორმა Etsy.com - ზე. ეტაპობრივად იზრდება მოთხოვნა, რაც წარმოების გაზრდის საჭიროებას მოითხოვს. უახლოესი 2 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია გავზარდოთ წარმოება, რაც გუნდში დამატებით კადრების აყვანის საჭიროებას გააჩენს, ამავდროულად ფილიალის, მაღაზიის გახსნა, ინტერიერის დიზაინის სფეროში პოზიციონირება და ავეჯის კუთხით განვითარება. ამავდროულად გავცეთ ზღვა ემოცია და ნებისმიერი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე ნათელი და ბუნებრივი ფერებით ავავსოთ.