Virtual Story

Virtual Story

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Virtual Story ქმნის ციფრულ ინტერაქტიულ წიგნებს, დაფუძნებულს სხვადასხვა შემეცნებით და მხატვრული ლიტერატურის შედევრებზე და შემეცნების პროცესს წიგნივით სასარგებლოს და თამაშივით სახალისოს ხდის. Თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რითმის, ონლაინ და გეიმინგ აქტიობების პოპულარიზაციის შედეგად, მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად იკლო მკითხველთა რაოდენობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებში. Მშობლების უმეტესობას არ აქვს იმის დრო და საშუალება, რომ მუდმივად აკონტროლოს მათი შვილების ყოველდღიური ურთიერთობა ინტერნეტის გაუფილტრავ კონტენტთან. Ბავშვებისთვის გაჯეტებთან წვდომის შეზღუდვა თითქმის უშედეგოა. Ამას ემატება ჯერ კიდევ მოძველებული განათლების სისტემა, რომელიც პასიურ სწავლებას გულისხმობს და ნაკლებად უწყობს ხელს მოსწავლეებში კრეატიულობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. Ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ზოგადი განათლების დონის დაცემაზე და მომავალში უფრო დიდ პრობლემად იქცევა. Virtual Story Გამოსავლის სახით მომხმარებელს სთავაზობს 'აუცილებლად წასაკითხი' წიგნების გაციფრულებულ და თანამედროვე ვერსიას, რისი საშუალებითაც მასალასთან აუდიო-ვიზუალური გაცნობის გარდა შესაძლებელი იქნება ამბის მსვლელობაში უშუალოდ ჩარევა და არჩევანის გაკეთებით ალტერნატიული ვერსიების ხილვა, ასევე სასურველი პერსონაჟის თვალთახედვით მოქმედება. Ამ და სხვა ინტერაქტიული მეთოდებით, მკითხველი უფრო მეტად იქნება ჩართული შემეცნების პროცესში და გართობასთან ერთად გაავარჯიშებს წარმოსახვის უნარს და კრიტიკულ აზროვნებას. Virtual Story-Ის ინოვაციური მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ახალ მეთოდს, რომელიც უფრო მიმზიდველი და შედეგიანი იქნება. Გარდა ამისა, პროდუქტს აქვს AR ფუნქციობალი, რომელიც წაახალისებს მომხმარებლის ფიზიკურ წიგნებთან ურთიერთობას და მათ ფანტაზიას რეალობაში გადმოიტანს. Კონკურენტებისგან პირველ რიგში ამგვარი მაღალი ინტერაქტიულობის ელემენტბით გამოვირჩევით და გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქართული კონტენტის პოპულარიზაციას. Ვითვალისწინებთ ქართველ ემიგრანტებსაც, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა მშობლიურ ენაზე შექმნილი საგანმანათლებლო პროდუქციაზე. Მომავალში აპლიკაციას დაემატება AI ფუნქცია, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში შექმნის მომხმარებლის მიერ დაწერილ ამბავს, რაც ძლიერ წაახალისებს შემოქმედებითი უნარების და მწერლობის განვითარებას. Ბიზნეს მოდელი აპლიკაციის შემთხვევაში არის prize per product დასაწყისისთვის და მომავალში freemium და subscription პაკეტები. AR-Ის შემთხვევაში კი ვითანამშრომლებთ გამომცემლობებთან და მათ მიერ გაყიდული ფიზიკური წიგნებიდან,რომლებზეც მიბმული იქნება ჩვენი აპლიკაცია QR კოდების მეშვეობით, ავიღებთ 25%-ს. Უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო და საჯარო სკოლებთან სასკოლო მასალაზე ჩვენი სერვისის მორგების თაობაზე.