Dodoka

Dodoka

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვქმნით როგორც ხელით ნაქსოვ პროდუქციას ასავე საქასოვ დაზაგზე ქალის, ბავშვის და მამაკაცის ნაქსოვ ტანისამოსს და აქსესუარებს. ნაქსოვები გამოირჩევა უნიკალურობით, ხარისხით და ექსკლუზიურობით. მორგებული ვართ ყველა სეზონს. ისევე როგორც ზამთრის კოლექციაში მომხმარებელს აქვს ფართო არჩევანი ზაფხულის კოლექციაზე. ვმუშაობთ ხარისხზე, ვიძენთ მაღალი ხარისხის ტექსტილს (ძაფს).ხელით ქსოვის დროს “Dodoka” ქმნის მხოლოდ ერთ მოდელს, არ იქსოვება სერიებად, თუმცაღა გვაქვს კორპორატიული შეკვეთები, რომლებსაც ვქსოვთ საქსოვ დაზგაზე, ეტიკეტით და ზომების მიხედვით. (უნიფორმები სამსახურისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის). “Dodoka”-ს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევთ მისი მრავალფეროვნებით, ფერთა სიმრავლით, ხარისხით, ექსკლუზიურობით და რაც მთავარია ვუქსოვთ ნებისმიერ ადამიანს ასაკის და სქესის შეუზღუდავად. გვაქვს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მაშტაბით. მომდევნო 2 წელიწადში იგეგმება ბრენდის ცნობადობის გაზრდა საექსპორტო ბაზარზე.