Wineing Georgia
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
მოგზაურობისას ღვინის წაღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლისას ხშირად გვიჩნდება სურვილი, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ქართული ღვინო საჩუქრად ჩავუტანოთ, თუმცა რადგან ღვინო მინის ბოთლებშია და გზად მისი გატეხვის საშიშროებაა, ეს პროცესი ხშირად არაკომფორტულია. ამ პრობლემის აქტუალობის გათვალისწინებით, 2023 წელს დავაფუძნეთ Wineing Georgia, ღვინის ენთუზიასტი და მოგზაურობის მოყვარული ორი ქართველი ქალის სტარტაპი. მგზავრობისთვის მოსახერხებელი, მრავალჯერადი გამოყენების, ეკო მეგობრული შეფუთვა პირადი საჭიროებიდან გამომდინარე ბრენდის კონცეფციად გადაიქცა და საქართველოსთვის უნიკალური პროდუქტი შეიქმნა. Wineing-ის შესაფუთები მოსახერხებელი იმ მხრივაც არის, რომ პატარა ადგილს იკავებს ჩანთაში. პროდუქტი ღვინის ინსპირაციით შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება სხვა ნებისმიერი სპირტიანი სასმელის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი. მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ სხვა ქართულ უნიკალურ პროდუქტებზე მორგებულ შესაფუთ ჩანთებზე. მაგალითად ტყემალი და საწებელი, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი საჩუქარია საქართველოდან, საჭიროებს გამორჩეულ შესაფუთს, უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის.