განმავითარებელი აკადემია კოლიბრი

განმავითარებელი აკადემია კოლიბრი

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შპს განმავითარებელი აკადემია კოლიბრი 2020 წლიდან ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინტეგრაციას სოციუმში. მიკრობიზნესის სტატუსით დაწყებული აქტივიზმი დღეს ფართომასშტაბიან აკადემიად იქცა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში 1000-ზე მეტი ბავშვის, მოზარდისა თუ ზრდასრულის განვითარებას, ბარიერების დაძლევასა და მათი ოჯახების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ჩვენი დასავრული მეთოდი, რომლის დახმარებითაც ვმუშაობთ აუტისტური სპექტრის, განვითარების ეტაპების შეფერხების, სხვადასხვა სინდრომისა და მდგომარეობების დროს, არის ქართული რეალობისთვის გამორჩეული, თამამად ვიტყვი, უნიკალური მიდგომაც კი, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით ჩვენთან მოსულ თითოეულ ბენეფიციარს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია შედეგებზე და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენი აკადემია სრული წარმატებით მუშაობს აღნიშნულ სფეროში.