ჩიზქეიქერი

ჩიზქეიქერი

წარმოება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩიზქეიქერი 2019 წლის ბოლოს დაფუძნდა და საქართველოში პირველი ონლაინ-კონცეფციის საკონდიტროა, რომელმაც გარდა ჩიზქეიქეის კულტურის დამკვიდრების, პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს უშაქრო და დიაბეტური საკონდიტრო ნაწარმი. ჩიზქეიქერი მომხმარებელს გარდა იმისა, რომ სთავაზობს მრავალფეროვანი ჩიზქეიქების და სხვა დესერტების არჩევანს, ის უდიდეს ყურადღებას აქცევს მომხმარებელთან კომუნიკაციას და მათ უკუკავშირს. ჩიზქეიქერი მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის კორპორატიული გაყიდვებიც წლიდან წლამდე ორმაგდება. კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს წარმოების ინდუსტრიალიზაციას, რომელიც არამარტო ჰორეკა ბიზნესისთვის იქნება საინტერესო, არამედ საცალო სავაჭრო ხაზებში მომხმარებლებს შეეძლებათ ჩვენი პროდუქციის შეძენა. ჰორეკა ბიზნესისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ჩიზქეიქერის პროდუქცია, ვინაიდან ჩვენი ტექნოლოგების მიერ, ჩვენთან დამზადებულ რიგ დესერტებს ხანგრძლივი ვადიანობა აქვთ, შესაბამისად ბიზნესს ვთავაზობთ საკონდიტრო პროდუქტის მხრივ ხარჯების ყველაზე ეფექტიან ოპტიმიზაციას.