იმიჯი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია „იმიჯი“ ფინანსური განათლების სფეროში საქმიანობს. პანდემიის პერიოდში კომპანია დისტანციურ რეჟიმში სწავლების ფორმატზე გადაერთო, რამაც ხელი შეუწყო ფორმატის განვითარებას. დისტანციური სწავლების მიმართ ინტერესი მზარდია, რადგან ეს ინოვაციური სწავლების მეთოდი უამრავ ადამიანს აძლევს შანსს, არამარტო დედაქალაქიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაერთონ და მიიღონ ფინანსური განათელბა. ჩვენი პროექტის ფარგლებში გადამზადდა არაერთი წარმატებული ადამიანი. პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღრიცხვას ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას.