Beer and Craft

Beer and Craft

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვართ პირველი კრაფტ ლუდის მაღაზაია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ბოთლის კრაფტ და პრემიუმ ლუდების გაცნობაზე ფართო მომხმარებლისთვის. კომპანიამ ოპერირება დაიწყო 2022წლის ივნისიდან, ჩვენ ვახორცილებთ ევროპული კრაფტ ლუდების და პრემიუმ ლუდების იმპორტს, ბაზარს წარვუდგინეთ ისეთი ქვეყნების პროდუქცია როგორიც არის პოლონეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ბელგია, იაპონია. ჩვენი გაყიდვების 75 პროცენტი ხდება ციფრულ არხებში, აგრეთვე რეალიზაციას ვაწარმოებთ ჩვენს საცალო მაღაზიაში და მცირე რაოდენობით დისტრიბუციას პარტნიორ ბარებში. გამომდინარე იქიდან, რომ კრაფტ ლუდი, თავის მხრივ, არის ლუდის მეორედ დაბადება და სეგმენტის რევოლუცია, მალევე მოიპოვა პოპულარობა განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ეს პროდუქტი ფართო მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ უცნობია და ხელმიუწვდომელია მაღალი საფასო კრიტერიუმის გამო. თუმცა გვჯერა, რომ ეტაპობრივად მომხდება მსოფლიო ტენდენციის გადმოღება, საქართველოს ბაზარიც გაუსინჯავს გემოს და ამ ნაწილშიც განვაგრძობთ ევროპული ოჯახისთვის უკვე ასე საყვარელი პროდუქტის ათვისებას.