ჰობი

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჰობი ნატურალური ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიაა. როდესაც ჰობი ბაზარზე გამოჩნდა მომხმარებლისთვის პირველივე დღიდან საინტერესო გახდა, რადგან პირველად საქართველოში მარკეტების დახლებზე გამოჩნდა ისეთი თაფლის შეფუთვა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს კონკრეტული შეფუთვა იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა მათთვის და იმდენად გაუმარტივა მომხმარებელს თაფლის გამოყენების პროცედურები, რომ მაშინვე დაიმსახურა მოწონება. ჩვენ ვცდილობთ პატარებისთვის და დაიდებისთვის ჩავანაცვლოთ არანატურალური ტკბილეული ნატურალურით. ვცდილობთ მთელი გულით და ვაკეთებთ ისე რომ ეს ყველაფერი ძალიან მოხერხებული იყოს მომხმარებლისთვის. ბოლო 3 წელიწადში საკმაოდ დიდი ზრდა განვიცადეთ. გვინდა, რომ მსგავს შეფუთვებში ყველა სახის ქართული ნატურალური პროდუქტი ვაწარმოოთ. უცხოურ ექსპოებზეც ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ და ნელ ნელა ვიკვლევთ გზას წარმატებისკენ. ჩვენი გეგმები კი ასეთია, 2024 წლის ბოლოს ჰობი მხოლოდ თაფლის კი არა ასევე ჯემების და ტყემლის მწარმოებელი უნდა გახდეს როგორც ტრადიციულ ასევე პაკეტურ შეფუთვებზეა საუბარი. ხოლოდ 2025 წლის ბოლოს გვსურს ჰობიმ აწარმოოს ქართული ნატურალური სასმელი სოპორტულ ბოთლებში.