სმარტ ფიდი

სმარტ ფიდი

წარმოება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

სმარტ ფიდი წარმოადგენს მარცვლეული კულტურების გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში. ჩვენ ვქმნით ჯანსაღ კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ფრინველებისა და ცხოველებისათვის. ჩვენი პროდუქცია გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზე ვზრუნავთ, როგორც დიდი ფერმერების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ასევე ვითვალისწინებთ ადგილობრივი, საოჯახო მეურნეობის მფლობელების სურვილებს, რითაც ხელს ვუწყობთ სოფლის მეურნეობის წახალისებას. საწარმო ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. შეიქმნა სამუშაო სივრცე, სადაც თითოეული დასაქმებული ეუფლება ახალ პროფესიას და იძენს კარიერული განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვაწარმოებთ მოლეპარაკებებს ადგილობრივ გლეხებთან და ვამარაგებთ საწარმოს რეგიონში მოყვანილი მარცვლეული კულტურებით.საწარმომ მცირე დროში მოიპოვა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატი - ISO 22 000.