Kvareli Spirits
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია ყვარლის სპირტი აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს ღვინოს და არაყს. ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინოს და ქართულ არაყს, რომელსაც ღვინის გამოხდით ვიღებთ. ჩვენი პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს საკუთარი ვენახებიდან მოკრეფილი ყურძენი და შემდგომ მისი დაწურვისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგია. ქარხანა აღჭურვილია უახლესი იტალიური დანადგარებით, რომელიც იძლევე ღვინის წარმოების საუკეთესო შესაძლებლობას. ჩვენი პროდუქცია კონკურენტებისგან განსხვავდება ხარისხით, რომელსაც ვიღებთ სწორედ თანამედროვე დანადგარების გამოყენების საშუალებითა და რა თქმა უნდა ტექნოლოგიით. ჩვენი ალკოჰოლური სასმელების ქარხანას აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ გვაქვს 200 ტონა ღვინის წარმოების შესაძლებლობა, ქარხნის მიმდებარედ არის ვენახი და ტურისტული სივრცე ულამაზესი ხედით. ამიტომ შემდეგ ორ წელში ჩვენ ვგეგმავთ პროდუქციის წარმოების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გავხსნათ სადეგუსტაციო სივრცე და მცირე სასტუმრო. ჩვენს ქარხანას აქვს შატოდ გადაქცევის შესაძლებლობა, ამიტომ შემდგომ წლებში ამ მიზნებს ვისახავთ.