Only Good Wines
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
Only Good Wines - ერთადერთი მსგავსი ტიპის საწარმოა საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ზომის მარანს - იქნება ეს ინდუსტრიული თუ საოჯახო- სთავაზობს ე.წ. Low Cost, High Value სერვისს ადგილზე მისვლით. ამ ეტაპზე სერვისი მოიცავს სტერილურ ფილტრაციას, ჩამოსხმასა და ეტიკეტირებას. ჩვენი დანადგარები უნივერსალურია - ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის ბოთლი, ნებისმიერი სახეობის საცობი, ეტიკეტირების 5 პოზიცია! ყოველივე ეს ხორციელდება სტერილურობისა და ჰიგიენის უმაღლესი ნორმების დაცვით. ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს ნებისმიერი მსურველისათვის! ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მარანი თავისი საბოლოო პროდუქტის ე.წ. Shelf Life -სერთი ოთხად ზრდის და ასევე ამცირებს ჩამოსხმასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც მათპროდუქტს უფრო კონკურენტულს და სასურველს ხდის მსოფლიო ბაზარზე. ვგეგმავთ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ისეთი დამატებითი სერვისები შევთავაზოთ ქართულ ღვინის სექტორს როგორიც არის სიცივეზე დამუშავება, აირების კონტროლი, ალკოჰოლის კონტროლი და ა.შ. ყველა ეს დანადგარი დიდ კაპიტალ დაბანდებას მოითხოვს და მიუწვდომელია დღეს ჩვენი მცირე და საშუალო მეღვინეებისათვის, თუმცა „მხოლოდ კარგი ღვინოების“ მეშვეობით მათ შეეძლებათ ამ სერვისის მიღება და თავისი პროდუქციის ჩამოსხმა/დამუშავება ისეთივე პირობებში რომელშიც ამას ყველაზე წარმატებული და შეძლებული მარნები აკეთებენ.