ჰურო

ჰურო

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

გამარჯობა.ჩვენ ვართ არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი კომპანია,რომელიც მომხმარებელს სრულ საპროექტო მომსახურებას სთავაზობს, კონცეფციის შექმნიდან - მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე- მთელი საქართველოს მასშტაბით. Experience architecture, not just m2s. დამკვეთთან დიალოგით, სურვილებს ვაქცევთ სიცოცხლისუნარიან პროექტად. ზედმეტი ქაოსის გარეშე, დამკვეთის მინიმალური ძალისხმევით, ჩვენი ორგანიზებით პროექტში ჩართულია ყველა საჭირო სპეციალისტი, რათა მივიღოთ საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევარი და მოვიპოვოთ მშენებლობის ნებართვა. ხშირად დამკვეთს აქვს ხოლმე თავისუფალი მიწის ნაკვეთი და პინტერესტში აწყობილი ე.წ. მუდბორდი. ადამიანს სჭირდება პროდუქტი- საბოლოო პროექტი, რითაც იხელმძღვანელებს მშენებლობისას. არავის ეხალისება იუსტიციის სახლში,მერიაში,ინდ.მეწარმეებთან სირბილი, ბიუროკრატიაში ჩაფლობა,რაც გარდაუვალია,თუკი მარტო შეეჭიდები არქიტექტურას. ჰუროს ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის გახლავთ, რომ ადამიანები, ვისაც არქიტექტურული საპროექტოს მომსახურება სჭირდებათ,ძალიან დაკავებულები არიან - მუშაობენ და უჭირთ დროის გამონახვა ოცნების სახლზე საფიქრალად. გადავწყვიტეთ ხელის შეწყობა,საპროექტოს სამუშაო საათები გავხადეთ არასტანდარტული- დამკვეთებს ვხვდებით საღამოს, ხშირად ღამის 10-მდეც გვაქვს სესიები - ეს ის დროა, როდესაც დამკვეთს შეუძლია, მთელი ყურადღება სწორედ არქიტექტურაზე მიმართოს და კრეატიული გუნდიც ბევრად ბედნიერია, ამომწურავ პასუხებს იღებენ პირველი პირისგან.ასეთ დროს თანამშრომლები მეორე დღეს სტანდარტულზე გვიან გამოდიან სამსახურში.ვმუშაობთ დისტანციურადაც და ხელმისაწვდომი ვართ დამკვეთისათვის მოსახერხებელ ციფრულ მედიუმებში.ყოველთვიურად თანამშრომლები ვხვდებით დამკვეთის მხრიდან დაფიქსირებული მცირედი უკმაყოფილებების გასაანალიზებლად. ჩვენი არქიტექტორიები, კომპანიის წახალისებითა და დაფინასნებით ესწრებიან ინდუსტრიაში წამყვან კონფერენციებსა და ტრენინგებს, სამშენებლო-არქიტექტურულ გამოფენებსა და პანელურ დისკუსიებს. ბოლო წელს დაგვემატა კონსულტაცია დეველოპერული კომპანიებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვადგენთ საინვესტიციო სტრატეგიასა გავცემთ წინასანებართვო რეკომენდაციებს. ამ წელს შევქმენით არქიკადისა და არქიტექტურული პროექტირების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, რომლის სტუდენტებსაც ხელს ვუწობთ დასაქმებაში