დინო

დინო

წარმოება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

დინო ეკოლოგიურად სუფთა და სერთიფიცირებული ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების და ავეჯის ბრენდია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას სხვადასხვა ასაკში. მშობლები ხშირად შფოთავენ იმ საკითხზე,თუ რა მასალისგან არის დამზადებული ის სათამაშოები,რომელსაც მათი შვილები მტელი დღე ხელით ეხებიან ან მეტიც,ზოგჯერ გემოსაც უსინჯავენ. დინოს პროდუქციის შეძენისას ბავშვების უსაფრთხოება და მშობლების სიმშვიდე უმთავრესი გარანტია,რადგან პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ხის მასალისგან მზადდება. ასევე უსაფრთხოა ის საღებავი და დამცავი მასალა,რაც ფერს და გამძლეობას აძლევს დინოს პროდუქტს. მომხმარებლისთვის დინო არის სათამაშოების და ავეჯის სანდო ბრენდი,რომელსაც თავისი პატარა შვილებისთვის ყოველდღიურ თამაშში მოიხმარენ.