დიჯეი ქომუნითი

დიჯეი ქომუნითი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

პროდიუსერის, დიჯეის, განათების ოპერატორის, ხმის ინჟინერის და ღონისძიების ორგანიზატორის, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა უამრავი შინაარსის პროფესია ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით ახალია. დიჯეი ქომუნითიმ შექმნა ადგილი ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, სადაც ამ პროფესიების შეძენა, განვითარება და შედეგის აღმწერი აუდიო-ვიდეო მასალის მომზადებაა შესაძლებელი. ეს არის პირველი მუსიკალური სტუდია საქართველოში, რომელშიც არტისტებს შეუძლიათ აუდიო ვიდეო მომსახურებით სარგებლობა, ონლაინ დაჯავშნა, კურსის გავლა, პორტფოლიოს შექმნა და დასაქმება. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინვენტარი, ვფლობთ ყველა საჭირო ინფორმაციას ინდუსტრიაზე და მის მოთხოვნებზე და მზად ვართ ეს ინფორმაცია ნებისმიერ მსურველს გავუზიაროთ. ჩვენ შევკრიბეთ სფეროში მოღვაწე ადმიანები ერთ სივრცეში და მივეცით მათ ცოდნის გაზიარების, კომუნიკაციის საშუალება, რამაც სრულიად წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა, სულ მცირე დროში. 2024 წელს შევხდებით მეორე სტუდიით თბილისში, ასევე გვაქვს მოთხოვნა რეგიონებიდან ფილიალის გახსნაზე და საქართველოს გარეთ ჩვენი სტუდიის სახელის გატანაზე, იმ ქვეყნებიდან სადაც მსგავსი მომსახურება არ არსებობს ან არის დაბალი ხარისხის და მცირე მასშტაბებით. დიჯეი ქომუნითის სტუდიის გარდა აქვს აპარატურის გაქირავების მომსახურება, და შედარებით ახალი დანერგილია არტისტების მენეჯმენტის მომსახურება, რაც ასევე პირველია საქართველოში. იმის გარდა რომ ჩვენთან ეუფლებიან პროფესიებს ჩვენ ვეძებთ გზებს ახალი არტისტების დასაქმებისა და რეალიზებისთვის. უკვე გვყავს რამდენიმე გამორჩეული და საინტერესო პარტნიორი ამ სფეროში, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით კადრებს შესაბამის ვაკანტურ პროფესიებზე. ქვეყნის გარეთ დიჯეი ქომუნითის გატანის კიდევ ერთი მოტივაციაც და მიზეზიც ჩვენი ადგილობრივ არტისტების ქვეყნის გარეთ გაყვანა და განვითარებაა.