ვიაიპი სეკრეტარი ჰაბი

ვიაიპი სეკრეტარი ჰაბი

მომსახურება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვიაიპი სეკრეტარი ჰაბის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქალი მეწარმეების მხარდაჭერაა. დაარსების დღიდან ვგეგმავთ და ვატარებთ არაერთ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე ქალებისათვის სამეწარმეო კანონმდებლობის გაცნობას. ჩვენ ვატარებთ კურსებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ფულის ნიშნების ამომცნობის კურსი; საგადასახადო გგვერდის მოხმარების კურსი; უნარჩვევების: ზედნადების გამოწერა, ინვოისი შექმნა, ხელშეკრულებები, დასაქმებულთა რეესტრში დამატება და სხვა. ამის გარდა, შევქმენით სპეციალური სამეწარმეო საგანამანათლებლო არხი იუთუბზე, სადაც დეტალურად ვხსნით მათთვის საჭირო სხვადასხვა სამეწარმეო გამოწვევას. გარდა ამ არხისა, წარმატებით ვაწარმოებთ ტიკტოკის გვერდს მეწარმეთათვის საგადასახადო საკითხებზე კონტენტის მოსამზადებლად. საგანმანათლებლო ჰაბმა უკვე დადო 70-ზე მეტი ვიდეო, რომლითაც 1770 ქალი მეწარმე სარგებლობს. ამასთან, გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც , 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება და იქნება ონლაინ კურსი სპეციალურად საბუღალტრო და სამეწარმეო საკითხებში ქალების ცნობადობის გასაზრდელად. ვაპირებთ, რომ პროექტში ჩავრთოთ 2000-სზე მეტი ქალი მეწარმე.