დანელია და კომპანია

დანელია და კომპანია

კვების მრეწველობა, სასმელები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

UNESCO-ს და FAO-ს მიერ აღიარებული ძველი ბრენდული ,,დანელიას ღვინის" ექსპონატები დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო და ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმებში. ,,დანელიას ღვინოს" მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ,,დანელიას ღვინის ძველი სახლი", რომელიც ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზვიად გამსახურდიას 43-ში მდებარეობს, წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ძველი ღვინის საფირმო მაღაზიას, დაარსებულია 1907 წელს. ამ მაღაზია-მუზეუმში წარმოდგენილია სარეალიზაციოდ ხვადასხვა ყურძნიდან დამზადებული 10 დასახელების ძველი ბრენდული ,,დანელიას ღვინო". ეს უნიკალური სიძველეები ზრდიან ღვინის სამშობლოს- საქართველოს იმიჯს, ტურისტულ პოტენციალს, შემოსავლებს და ასაქმებენ ტურიზმის სფეროში მომუშავე ფირმებსა და საწარმოებს. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ორ ღვინოს მიენიჭა; ,,ქვევრის ღვინოს" 2013 წელს და ,,დანელიას ღვინოს" 2019 წელს, ხოლო საგვარეულო ტექნოლოგიებში მხოლოდ ,,ლაღიძის წყალს" 2014 წელს. ძველ ბრენდულ ,,დანელიას ღვინოს" განსაკუთრებული როლი აქვს აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ორ ღვინოს მიენიჭა; ,,ქვევრის ღვინოს" 2013 წელს და ,,დანელიას ღვინოს" 2019 წელს, ხოლო საგვარეულო ტექნოლოგიებში მხოლოდ ,,ლაღიძის წყალს" 2014 წელს. ძველ ბრენდულ ,,დანელიას ღვინოს" განსაკუთრებული როლი აქვს აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში.