ჩინო

ჩინო

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ შევქმენით ქართული ეკომეგობრული, განმავითარებელი სათამაშოების ბრენდი, რომელიც მუშაობს ბავშვის მოტორული უნარების განვითარებაზე, ასწავლის მას თვალისა და ხელის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოძრაობას და უვითარებს ისეთ აკადემიურ უნარებს, როგორიცაა ფანქრის სწორად ჭერა, გაფერადება, მოზაიკური თავსატეხების აწყობა დაშლა, ასევე ფერების, ფორმებისა და ზომების ცნობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3,8% ბავშვი ცხოვრობს რაიმე სახის განვითარების დარღვევებით. სწორედ ამიტომ, ვიმუშავეთ ისეთ იდეაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა პატარების მენტალურ განვითარებას და, ამასთანავე, ქართული, უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნებოდა მშობლებისთვის. გუნდის წევრებმა ჩავატარეთ კვლევა, შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას. იდეის გენერირების პროცესში დავამუშავეთ რამდენიმე იდეა ამ თემაზე, თუმცა ჩინოს სათამაშოების არსებობა ქართულ ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ. შევხვდით ფსიქოლოგებს, მენტალური განვითარების თერაპევტებს და მათთან ერთად შევქმენით საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ჩვენი მთავარი მიზანია მშობლის ინფორმირებულობის გაზრდა იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის თამაშს და რა უნარების დასწავლა შეიძლება ამ პროცესში. როგორც ყველა სტარტაპის, ასევე ჩვენი მიზანიც არის ბრენდის სწრაფი ზრდა და განვითარება, ვიმუშავებთ ასევე პროდუქტის ექსპორტზე გატანისთვის.