Helio.AI
Helio.AI
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
Helio.AI არის პირველი ქართული რეკრუტინგის შიდა სოფტი, რომელიც ეხმარება კომპანიებს ააჩქარონ შერჩევის პროცესი, შეამცირონ თანამშრომლების გადინება და დაზოგონ რესურსები. პროცესების ავტომატიზაცია და თამაშის გამოყენებით კანდიდატების პროფილის შედგენა ცვლის და ამარტივებს მთლიან შერჩევის პროცესს ორგანიზაციებისთვის. ტრადიციული შერჩევის პროცესი შრომატევადი, რუტინული და არაეფექტურია. Helio.AI საშუალებას აძლევს კომპანიებს მართონ შერჩევის სრული ციკლი. მოახდინონ ავტომატური განთავსება ვაკანსიების, კანდიდატებთან კომუნიკაცია, სქრინინგი და ბოლო ეტაპზე შექმნან მათი პროფაილი.