გეოსერვისი

გეოსერვისი

მომსახურება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვართ საინჟინრო-გეოლოგიური კომპანია,რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ატარებს საძიებო-ბურღვით სამუშაოებს,იკვლევს ნიადაგს და მის ფენებს,შენობა-ნაგებობების დასაფუძნებლად ანდა რეკონსტრუქციის მიზნით. აგრეთვე ვატარებთ კვლევებს წყლის მოპოვების მიზნით. ჩვენი კომპანია 2010 წლიდან მუხლჩაუხრელად შრომობს იმისათვის,რომ აღმოფხვრას მეწყერსაშიში ზონები, ვიკვლევთ ნიადაგს,რათა შენობა-ნაგებობები დაფუძნდეს მყარად და სტიქიურმა უბედურებებმა არ მიაყენოს ზიანი. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძვირფასს რაც გაგვაჩნია- ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენი კომპანიის ამოცანაა ვიცხოვროთ მშვიდ, დაცულ და მყარ გარემოში. ჩვენი საქმიანობა ძალზედ საპასუხისმგებლო და ამავდროულად არც თუ ისე პოპულარულია ახალგაზრდებში,ამიტომ ჩვენი კომპანია რეკლამის თუ ფასიანი სტაჟირების მეშვეობით მუდამ ცდილობს მოიზიდოს ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს ამ პროფესიის პოპულარიზებას. კომპანიას განხორციელებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დიდი პროექტი,რომლის შედეგადაც მიეწოდა ელექტროენერგია მარნეულის დასახლებულ პუნქტს. აგრეთვე ჩავატარეთ კვლევები სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების მშენებლობისათვის.ამასთან ერთად აბაშის,სენაკის,მარტვილის და ზესტაფონის საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის.