Waime Spices
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ჩვენი კომპანია აწაროებს კლასიკურ და უნიკალურ სანელებლებს და ანვითარებს სანელებლების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელს. Waime Spices ბრენდულ მაღაზიებში მომხმარებელს ხვდება უნიკალური ასორტიმენტი, განსაკუთრებული გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება. მომხმარებელს აქვს საშუალება გაიგოს სასურველი სუნელის ისტორია, შემადგენლობა, გამოყენების წესი და სხვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენთან ხელმისაწვდომია 160 ზე მეტი სუნელი. ჩვენი კადრები 3 თვეში ერთხელ გადიან ატესტაციას და ვამოწმებთ სუნელების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნის დონეს, სერვის პლიუსის პრინციპებს და ისეთ აფსეილების გაკეთებას, რომ მომხმარებელი ჩვენგან ბედნიერი და მადლობელი წავიდეს და უხაროდეს, რომ სახლში ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას მიიღებს. 160 სუნელიდან, 45 პოზიცია არის ჩვენ მიერ მოფიქრებული, მაგალითად კურკუმა ლატტე, ავოკადოს საკმაზი, კაკაო ჩილი ხორცისთვის, მანდარინის საკმაზი ფორთოხლით და ლავანდით საუზმეებისთის და ა.შ. ასევე გვაქვს სანელებლები ჯინისთვის და სასმელებისთუს. სიტუაციურად და დღესასწაულებზე ვუშვებთ სპეციალურ კოლექციებს, მაგალითად გოგრისთვის, პასკისთვის, კვერცხების ორიგინალურად შესაღებად და გლინტვეინისთვის. ამ ეტაპისთის გვაქვს მაღაზიები თბილისში და ბუდაპეშტში. 2024 წელს ვხსნით მაღაზიას პრაღაში და ტაშკენტში. და უახლოეს 5 წელიწადში 10 მაღაზია გვექნება. ჩვენი საბოლოო მიზანი კი არის შევქმნათ ძლიერი საერთაშორისო ქართული ქსელი და მილიარდიან ბრუნვას მივაღწიოთ. ჩვენი კომპანია დაარსდა 2018 წელს 650 ლარის ინვესტიციით და 2023 წელს ჩვენი ბრუნვა 420 ათას ლარს მიუახლოვდება. თვეში კი 760 კგ სუნელებს ვყიდით მხოლოდ 2 ფილიალში.