Tboba - Wine & Spirits
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დროში ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა ხდის პროდუქტს კომპეტენტურს. ამიტომ შევქმენით ონლაინ ჟურნალი თბობა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ ღვინოზე საინტერესო და ინფორმაციულ შინაარს, მეცნიერულ კვლევებს და ინდუსრტიაში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვებს. თბობა წერს და ქმნის სანდო და ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც მკითხველს ქართულ ღვინის სამყაროში ამოგზაურებს. თბობა არის ის აუთვისებელი ტერიტორია ქართული ღვინის ინდუსტრიაში, რასაც ღვინის ჟურნალისტიკა ჰქვია, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს დასაქმების მეტ პერსპექტივებს, ღვინის ენთუზიაზსტებს მსოფლიოს გარშმო კი მოაწყურებს ქართულ ღვინოს. მომდევნო ორი წლის გეგმა არის, რომ შევმქნათ გამართული ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მარტივად გამოსაყენებელი. ჩვენი მიზანია, რომ მოვახერხოთ ფეხის მოკიდება ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, გერმანია და სამხრეთ კორეა, რადგანც ეს ის სტრატეგიული ქვეყნებია, სადაც იზრდება მოთხოვნა ქართულ ღვინოზე.