Pepperboy

Pepperboy

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ფეფერბოის დებიუტი თბილისში 2018 წელს შედგა და ქალაქს გააცნო სრულიად განსხვავებული პან-აზიური სამზარეულოსა და იზაკაიას კულტურა. ფეფერბოიმ თავი დაიმკვიდრა, როგორც ამ მიმართულების გზამკვლევი. ბრენდმა მონეტიზაცია გაუკეთა ისეთ კერძებს, როგორიც არის ტრადიციულად ფერმენტირებული კორეული კიმჩი, ტკბილ-ცხარე ქათმის ფრთები, ვიეტნამური ფო, იაპონური ჩიზქეიქი და სხვა, და აზიური სამზარეულოს ახალი სტანდარტი შემოიტანა ქალაქში. თუმცა, ამ უნიკალური კონცეფციის რესტორნის მოგზაურობა მოულოდნელად შეწყდა პანდემიის გამო. ამ დროის განმავლობაში, Pepperboy მოთმინებით ელოდა შესაფერის მომენტს თავისი დაბრუნებისთვის. ამ დროის მანძილზე არ წყდებოდოა წერილები მომხმარებლებისგან, რომლებიც ელოდდნენ ბრენდის დაბრუნებას. ეს მოლოდინი უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ფეფერბოის გუნდისთვის, რომ დაბრუნებულიყო ისე რომ ამ ადამიანების მოლოდინები გაემართლებინა. გადაწყვეტილების მიღებიდან, 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით პროქტზე- ჩვენი მიზანი იყო, გაგვეგრძელებინა ბრენდის პირველადი ფილოსოფია – გავაბედნიეროთ ჩვენი სტუმრები უნიკალური გასტრონომიული გამოცდილებებით, როგორც სამზარეულოს ასევე ბარის ნაწილში. სამზარეულოს და ბარის მენიუს შემადგენელი ელემენტები საგულდაგულოდ არის დატესტილი და შეხამებული, რომ სტუმრებს შევთავაზოთ კერძებისა და სასმლის განსხვავებული და საინტერესო კომბინაციები. ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ განსაცვიფრებელი გასტრონომიული გამოცდილება, რაც მაღალ ხარისხს, რეგიონისთვის დამახასიათებელ არომატებსა და ახალ გემოებს გულისხმობს. რესტორანი სექტემბრის თვეში გაიხსნა და 1 თვის მანძლზე 5,000 -ყოველდღიურად მიღებული დადებითი შეფასებები და ბედნიერი სტუმრები, უფრო მეტ ძალასა და ინსპირაციას გვაძლევს, ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ჩვენი ამბიციური განაცხადია, ტრადიციულ და დროში გამოცდილ გემოებთან ერთად, სტუმრებს ახალი და თანამედროვე პერსპექტივით შევთავაზოთ კერძები – ინოვაციური კომბინაციები, კრეატიული სერვირება და პრეზენტაცია, გაბედული გემოები — სწორედ ამ დაპირებით დაბრუნდა ქართულ გასტროინდუსტრიაში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ Pepperboy.