My Friend
ვეტერინარია
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
My Friend-მა ბათუმში 2020 წელს დაიწყო ოპერირება, საქმიანობის წამოწყება დამფუძნებლებმა გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ გადაწყვიტეს, რადგან აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოში დედაქალაქის გარდა შეუძლებელი იყო სრულფასოვანი მომსახურების მიღება და შინაური ცხოველის მკურნალობა. 2020 წელს My Friend-ი ეტაპობრივად ვითარდებოდა, კერძოდ: შპს ჩემი მეგობარი - My Friend-ი პირველი კლინიკა იყო, რომელშიც დაიდგა სპეციალური ვეტერინარული რენდგენის აპარატი, ექოსკოპიის აპარატი, აქ პირველად გაიხსნა სპეც ვეტერინარული ლაბორატორია. My Freind-ი პირველი კლინიკაა, რომელშიც დაიწყო ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება და დღესაც პირველ კლინიკად ითვლება, რომელშიც შესაძლებელია შინაური ცხოველებისთვის კბილის დაბჟენა, ბრეკეტის გაკეთება და ა.შ My Friendi არ ჩერდება და ის მუდამ ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, სამი წლის თავზე ის იქცა ქსელურ კომპანიად. მის შემადგენლობაშია ქალაქში (მთელ დასავლეთში) ყველაზე დიდი კლინიკა ნებისმიერი ვეტერინარული სამედიცინო აღჭურვილობით და ორი ზოო მაღაზია საუკეთესო პროდუქციით და საუკეთესო ფასებით. 2020 წელს My Friend-ში დასაქმებულთა რაოდენობა იყო სამი, ხოლო სამი წლის თავზე დასაქმებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მომხმარებლების გარდა, My Friend-ი მუდამ ზრუნავს ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებიც ხშირად სარგებლობენ უფასო კონსულტაციით, მკურნალობით და სხვადასხვა მომსახურებით.