მომავალი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი 2018 წელს დაარსდა ქალაქ მარნეულში, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს სკოლა და საბავშვო ბაღი,, მომავალი“, ეს არის ლიცეუმის ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანიც იყო ის სოციალური და დემოგრაფიული გამოწვევა, რაც არსებობდა ამ რეგიონში. კერძოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ/ვერ საუბრობს სახელმწიფო (ქართულ ენაზე), შესაბამისად დაბალია სახელმწიფო სტრუქტურებთან, დაწესებულებებთან, საგანმანათლებლი სისტემებთან მოსახლეობის (მითუმეტეს ახალგაზრდა თაობის) ინტერგრირების საკითხი. ფრიად დაბალია არაქართულენოვანი მოსახლეობის (რომელიც შეადგენს რეგიონის საერთო მოსახლეობის 80% მეტს) უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, პროფესიული სრულყოფის, ქალთა დასაქმების და ინტელექტუალური ხასიათის საქმიანობის სტასტისტიკა. საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი - სკოლა და საბავშვო ბაღი ,, მომავალი“ ინფრასტრუქტურულად თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებზეა დაფუძნებული. სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტზე მორგებული საცურაო აუზები სპორტული გარე და შიდა სივრცეები, ტექნიკური აღჭურვილობა, კაბინეტ -ლაბორატორიები (რომელთა ნაწილი სასწავლო საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში გამარჯვების შედეგად არის მოპოვებული). კომპანიამ რეგიონში იმთავითვე შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისებზე: საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრმა პირველივე ცდაზე, მისი მიზნისა და მოტივაციიდან გამომდინარე წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებით, საქართველოში პირველმა შექმნა ე.წ. „ფინური მოდელის“ სასწავლო სიტემა, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს. ცენტრის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ცნობიერების მქონე, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე, სკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დამცველი, თაობის აღზრდა. შედეგიც სახეზეა: კომპანია ახდენს დადებით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე და ქმნის ახალ ქცევას - სკოლის მოსწავლეები დღეს უკვე თავისუფლად საუბრობენ ქართულ და ინგლისურ ენაზე, აქვთ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებული შეგნება. გაცნობიერებული აქვთ საკუთარი როლი და შესაძლებლობები , როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქისა, მისი ისტორიის მემკვიდრისა და აქვთ მოვალეობა და უფლება ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღონ განათლება ანუ იცხოვრონ როგორც ქვეყნის სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა. საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი თავისი არსით არის ინტერნაციონალური და ტოლერანტული აქ სწავლობდნენ, სწავლობენ და მუშაობენ ქართველი, აზერბაოჯანელი, ამერიკელი, თურქი, კორეელი, ჩინელი, რუსი და სხვა ქვეყნებისა და ეროვნების წარმომადგენლები, შესაბამისად აქ თავს იყრიან განსხვავებული სარწმუნოების, ეროვნების, ტრადიციების და ენების ადამიანები. კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში (აჩენს ღირსებულ სამუშაო ადგილებს, არის სანდრო დამსაქმებელი) საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრში დასაქმებულია 70 მდე თანამშრომელი სხვადასხვა პოზიციებზე, აქედან დაქაქმებულთა დიდი წილი (დაახლ 60%) წარმოადგენს ადგილობრივ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს და ქალებს (დაახლ. 80%). დასაქმებულთა 65% წარმოადგენს 21-35 წლამდე ასაკის თანამშრომლებს, რითაც ხორციელდება კომპანიის პოლიტიკა -ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტთა დასაქმებას. კომპანიაში დასაქმებულებთან არსებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილია თანამშრომელთათვის ღირსეული და სტაბილური პირობები. კომპანიაში დასაქმებული პედაგოგები და სხვა სპეციალისტები წარმოადგენენ მაღალი პროფესიული და საგანმანათლებლო გამოცდილების მქონე კადრებს, რომელთა ინოვაციური და მაღალპროფესიული მიდგომა საკუთარი საქმისადმი განაპირობებს სასწავლო პროცესში არსებულ ხაზგასმულად მაღალი სასწავლო სტანდარტების, ასევე დემოკრატიულ და უშუალო გარემოს. კომპანიას აქვს დადებითი გავლება ადგილობრივ ბიზნეს და საზოგადოერივ გარემოზე (ქმნის კონკურენტულ გარემოს, აჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს): კომპანია ასევე ხელს უწყობს ზოგადად რეგიონში ქალთა /დედათა დასაქმებისა და საზოგადოებასთან ინტერგრირების პრობლემის გადაჭრას, რამეთუ საშუალებას აძლევს მშობლებს სამუშაო პერიოდში შვილები (2 წლიდან) ეგულებოდეთ კეთილმოწყობილ, ბავშვის თუ მოსწავლის ინტერესის, ჯანმრთელობისა და სწავლისთვის შესაბამის საუკეთესო გარემოში. საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე იგეგმება საგანმანათლებლო სივრცის გაფართოება, კერძოდ პროფესიული სასწავლო საფეხურების, ქართული ენის შესწავლისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების(ფაქტობრივად ყველა ასაკის მსურველთავის) შექმნა, რაც ბუნებრივია, არის წინაპირობა ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისათვის. საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის კურსდამთავრებულები იმთავითვე გამოირჩევიან მაღალი აკადემიური და ფუნქციური ცოდნით, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობელების გადაჭირის, გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, დამოუკიდებლად საქმიანობის უნარები. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რეგიონში (და ზოგადადაც) თავის იდეით, საქმიანობის ხასიათითა და გეოგრაფიით მოიაზრება როგორც არა მხოლოდ კომერციული/ბიზნეს ერთეული, არამედ ასევე როგორც სახელმწიფოებრივი და სოციალური სტარეგიის განმახორციელებელი დაწესებულება.