NES

NES

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ნეს-ი არის შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული პორტალი რომელიც აკავშირებს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ კომპანიებს განათავსონ საკუთარი ვაკანსიები მოსახერხებელ ელექტრონულ პორტალზე , ხოლო სამუშაოს მაძიებელს საშუალება აქვს იპოვოს სასურველი ვაკანსია და უმარტივესად გაუგზავნოს განაცხადი დამსაქმებელს. ჩვენი პორტალი ამარტივებს დაქირავების პროცესს, დამსაქმებელი ზოგავს რესურსებს და დროს. პორტალი შესაძლებლობას აძლევს დამსაქმებელს მარტივად გავიდეს სამიზნე აუდიტორიასთან და შეარჩიოს საჭირო კანდიდატი. სამუშაოს მაძიებელთათვის ჩვენ ვუზრუნველყოფთ მოსახერხებელ ინტერფეისს, გაფართოებული ძიებისა და ფილტრაციის შესაძლებლობებს, რაც კანდიდატებს უადვილებს მათი უნარების შესაბამისი სამსახურის პოვნას და განაცხადის გაკეთებას. გარდა ამისა მაძიებელს საშუალება აქვს მარტივად შექმნას რეზიუმე პორტალის მეშვეობით და გააგზავნონ სასურველ ვაკანსიაზე. ჩვენი პორტალის საშუალებით შესაძლებელია თავისუფალი ვაჭრობის წარმოება, ჩვენ პორტალსს დავუმატეთ ფუნქცია სპეციალურად ფრილანსერებისათვის. ასევე ჩვენს პარტნიორ კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ ისარგებლონ ჩვენს მიერ შექმნილი HRMS პორტალით.