L TV

L TV

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ყველაფერი „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში გამართულ „სკოლა-ბიზნესის ფორუმზე“ დაიწყო, სადაც მეილზე მიღებული მოწვევით მივედით. ფორუმზე აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებიდან და სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე ბიზნესისგან დაფინანსების მოსაპოვებლად წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა პროექტი. ახალგაზრდებმა იმდენად საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი იდეები, რომ იქვე გაგვიჩნდა სურვილი, საკუთარი წვლილი შეგვეტანა მათი ხედვების რეალობად ქცევაში. თანამედროვე გამოწვევებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ყურადღება ოთხმა პროექტმა მიიქცია. ცხადია, თავდაპირველად არ გვქონდა მკაფიოდ გააზრებული, თუ რას შევეჭიდეთ, რადგან ჩვენთვის „თაობა Z-თან“ თანამშრომლობა ახალი, საინტერესო გამოწვევა იყო. თუმცა ერთად მუშაობის პროცესმა ყველაფერი დაალაგა და ამავდროულად, ამოაყირავა კიდეც, როგორც ეს „თაობა Z“-ს შეეფერება. გაგვიჩნდა ახალი იდეები, მიზნები და, შესაბამისად, მოლოდინები. 82-ე სკოლის პროექტი „არქიტექTour”, მე-10 სკოლის პროექტი „არტერია“, 50-ე სკოლის პროექტი „კინოფესტივალი აღბეჭდე ფიქრი“ და 142-ე სკოლის პროექტი „გზა პროგრესული შედეგისკენ“ — იმ პროექტთა ჩამონათვალია, რომლებიც თანამშრომლობისთვის ფორუმზევე შევარჩიეთ. ამ პროექტების მიზანი მოზარდებში ისეთი საკითხების პოპულარიზაცია და წინ წამოწევაა, როგორებიცაა: კრეატიული უნარ-ჩვევების გააქტიურება, შემეცნებითი აზროვნების ხელშეწყობა, პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა. შ. გადავწყვიტეთ, შერჩეული ოთხი პროექტის მიხედვით მოგვემზადებინა სატელევიზო ფორმატის გადაცემები, რომლებსაც სრულად მოსწავლეები დაამენეჯმენტებდნენ. მალევე დავინახეთ, რომ ყველა პროექტს ერთი მთავარი იდეა აერთიანებდა — ფართო საზოგადოებამდე (ბიზნესი, მშობლები, თინეიჯერები, მასწავლებლები, ბებია-ბაბუები და ა. შ.) მიეტანა „თაობა Z-ის“ მთავარი სათქმელი. ასე გაჩნდა „SchoolFest2023“-ის იდეა. მოზარდებს თავად უნდა შეექმნათ სიუჟეტის ტექსტები, მოერგოთ რესპონდენტების, ჟურნალისტებისა თუ ოპერატორების ამპლუა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღებითა და შესაბამისი უნარების გამომუშავებით, ახალგაზრებისთვის ხელი შეგვეწყო, სამომავლოდ შრომით ბაზარზე საკუთარი თავები უკეთ დაეპოზიციონირებინათ. თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდების მიერ 14 გადაცემა უკვე მომზადდა და „L TV“-ის ეთერშიც გავიდა. ვრცლად: https://www.marketer.ge/lilo-mall-taoba-z/?fbclid=IwAR1oRmFv1mNpLZRfuA49oiBrOlrbY2_sJ3gZkwHmc_fKT0XSm8-AxAxA91