გოგორა

გოგორა

წარმოება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი - ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად - ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში. საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე. ჩვენი მისია მომხმარებლების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. მომხმარებლის სეგმენტაციას ვახდენთ არა შემოსავლების, არამედ - ღირებულებების მიხედვით. ჩვენი მომხმარებელი ყველა ეტაპზე გრძნობს, რომ ჩვენი კომპანია სწორედ მათ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ეს ვლინდება: 1. პროდუქტის ხარისხის, 2. კომუნიკაციის, 3. მათი უფლებების დაცვის, 4. კონსულტაციების, 5. მიწოდების პირობების, 6. ხელმისაწვდომობის, 7. შეთავაზებული აქტივობების, 8. დაშვებულ შეცდომებზე რეაგირების და, ზოგადად, კომპანიაში არსებული მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტიზებული კულტურის სახით. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი გვსურს ხვალ მივიღოთ უფრო ჰუმანური მსოფლიო და თუკი უნდა ვიზრუნოთ ბავშვებისათვის მეტად ჰუმანური, განმავითარებელი გარემოს შექმნაზე, ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება მათ აღმზრდელებზე ზრუნვაა. აღმზრდელებისთვის/ჩვენი მომხმარებლისთვის სტრესისგან თავისუფალი, აღიარებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი სასარგებლო პროდუქტის შეთავაზებით ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ პატარების ყოველდღიური სამყაროს გაუმჯობესებაში.