მოგზაური - Traveller

მოგზაური - Traveller

ტურიზმი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„მოგზაური“ კულტურული ურთიერთობების და ცოდნა-გამოცდილების გაზიარების სივრცეა, მოგზაურობის ფორმატში. კომპანიის კონცეფცია, პირველ რიგში შიდა ტურიზმის სტიმულირებას ეფუძნება, ყველა მოგზაურობა ქართული კულტურის, ისტორიის და ჩვენი იდენტობის ერთიან კონტექსტში გააზრების მცდელობაა, საქართველოს მხარეების როგორც ტურისტულად საინტერესო მიმართულებებად წარმოჩენა და მათი კიდევ უფრო მეტად პოპულარიზება... საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოგზაურობისას, ისტორიული ადგილების დათვალიერებასთან, კულინარიული თუ კუთხის სხვა მახასიათებლების გაცნობის პარალელურად, ვცდილობთ, საქართველოს ისტორიაში მივიწყებული ამბების, მოვლენების ხელახლა გააზრების და გადააზრების შესაძლებლობა შევქმნათ. კონკრეტული ფაქტების კვლევა -ანალიზი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და კუთხის კოლორიტებთან, საინტერესო ადამიანებთან ერთად სრულფასოვნად, ერთიან კონტექსტში ხდება. „მოგზაური“ ტურიზმის კლასიკურ გამოცდილებას სცდება. ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძგლების, გასტრონომიული ტრადიციების გაზიარების გარდა, „მოგზაური“-ს მიზანია, ხელი შევუწყოთ ცენტრალური დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და საქართველოს სხვადასახვა მხარეების წარმომადგებლებს შორის (მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს) ურთიერთ კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, მცდელობაა ურთიერთგაგება და ურთიერთკავშირი შედგეს. მომავალი ორი წლის განმავლობაში, გეგმაში გვაქვს ტურისტული პორტალის შექმნა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტურისტული ადგილებისკენ გზამკვლევი იქნება, არა მხოლოდ ქართველი, ადგილობრივი ტურისტებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიღრმისეული გაცნობის საშუალებას, საინტერესო და განსხვავებული ფორმით უცხოელ ტურისტებსაც მისცემს. გიზიარებთ ჩვენი საკომუნიკაციო გვერდსა და სხვადასხვა ტურის ვიდეო ანონს-წარდგენებს. https://www.facebook.com/traveller.mogzauri/ მოგზაურობა მისტიკურ სამცხე-ჯავახეთში https://www.facebook.com/traveller.mogzauri/posts/pfbid0vNi2qMjhrn3mFyPU1gL1zAUrjKpae9vKrBVAecQdmR6jKXKRWh6NdLuNuACKsXuTl?mibextid=YxdKMJ სათავეები - მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან https://www.facebook.com/traveller.mogzauri/posts/pfbid0235c6SHzFdBapgHZWQi3E5KyVc93iotM8vcqA4a5a7YDVmczVPC9bVu1ix9ASrwqml?mibextid=YxdKMJ მთის პოეზია - მოგზაურობა ხევსურეთში https://www.facebook.com/traveller.mogzauri/posts/pfbid02crcjBkRWib6VPpw9MND7LUHw7WPNAPRiY8SRHKPXQDi6mPGoCDJrWenYTzWhds32l?mibextid=YxdKMJ