ტოტოს ლავანდები Toto's Lavenders

ტოტოს ლავანდები Toto's Lavenders

წარმოება, ტურიზმი, არომა პროდუქტები, სხეულის მოვლა

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ტოტოს ლავანდები დაფუძნდა 2021 წელს. საგურამოსთან ახლოს, სოფელ არაშენდაში ჩამოვიტანეთ ბრიტანული ლავანდის სახეობა და დავიწყეთ ლავანდის ბაღის გაშენება, რომლის გაფართოვება დღესაც მიმდინარეობს. 2022 წლიდან უკვე ვაწარმოებთ ლავანდის ეთერზეთს და სხვა არომა პროდუქტებს, ასევე მოვლის საშუალებებს, როგორიცაა მასაჟის ზეთი, ტანის სკრაბი, დამამშვიდებელი როლერი, სურნელოვანი სანთლები და ა.შ. ლავანდა გამოირჩევა ბუნებრივად სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით და რადგან მრავალმხრივ საინტერესო მცენარეა, ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი პროდუქტები გავამრავალფეროვნოთ. გარდა პროდუქტების წარმოებისა, რომელიც სიახლეა ქართულ ბაზარზე, 2023 წლიდან დავიწყეთ ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტების მიღება ბაღში, სადაც ასევე განთავსებულია ჩვენი სახელოსნო და მაღაზია.