ანემონე

ანემონე

გამწვანება, მომსახურება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ანემონე არის მცენარეების მაღაზია- სალონი, რომელსაც 6 წლიანი ისტორია აქვს. კომპანიის უპირველეს მიზანს საწყისშივე წარმოადგენდა შეექმნა ადგილოლობრივ დონეზე ახალი, საინტერესო და ღირებული გამოცდილება გამწვანების სფეროში. ამ მიზნით, თბილისში შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანები უმეგობრდებიან მცენარეებს, იღებენ კომპენტენტურ რჩევებს მოვლასთან დაკავშირებით და ადგილზე არჩევენ მცენარისთვის შესაფერის ქოთანს. ანემონეს პრიორიტეტული მიმართულებებია: გარემოსდაცვა და განათლება, რომელიც ხორციელდება შემდგომი აქტივობებით: 1. ანემონეს შემეცნებითი გაკვეთილები - ანემონეს განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა აკავშირებს ბავშვებთან.ანემონეს შემეცნებითი გაკვეთილების ფარგლებში, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია, ბავშვებს ვაცნობთ სხვადასხვა საინტერესო მცენარეებს და მათი მოვლის წესებს. გაკვეთილები მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებშიც ბავშვები თავად თესავენ/რგავენ მცენარეებს, რომლებზეც ზრუნვას შემდგომ სახლში აგრძელებენ. პირველ რიგში, შემეცნებითი გაკვეთილების არსებობა ხელს უწყობს მცენარეების როლის გააზრებას მათ ცხოვრებაში. 2. მწვანე საუბრები - აღნიშული სასწავლო კურსი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია გაიღრმავოს საკუთარი ცოდნა მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში. კურსის ფარგლებში მონაწილეები ხვდებიან აღნიშნულ სფეროში მყოფ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა თემატიკაზე უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. 3.რუბრიკა "მცენარეების მეგობარი" - საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ყოველ სამშაბათს ანემონეს საავტორო რუბრიკაში მაყურებელს ვუყვებით საინტერესო ფაქტებს მცენარეების შესახებ, ვსაუბრობთ ხშირად დასმულ შეკითხვბებზე, ვაშუქებთ მწვანე სივრცეებს და ვაცნობთ ადამიანებს, რომლებიც მეგობრობენ მწვანე სამყაროსთან. იხილეთ ლინკი: https://bit.ly/47Ayf7t 4. ანემონეს საავტორო პოდკასტების სერია - პოდკასტების ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მასპინძლობდა სხვადასხვა საინტერესო სტუმარს და იმართებოდა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ურბანული გარემო და გამწვანება; აგრონომი, როგორც პროფესია; მცენარის როლი ინტერიერსა თუ ექსტერიერში; ვერტიკალური გამწვანება და სხვა ღირებული თემები. იხილეთ ლინკი: https://bit.ly/40HKzjW 5. მებაღის მომსახურება - ანემონეს ჰყავს მებაღეების გუნდი, რომლებიც სისტემატიურად ზრუნავენ სხვადასხვა კომპანიების მცენარეების მოვლაზე. ასევე, გვაქვს მებაღის ერთჯერადი ვიზიტის მომსახურება. 6. ვერტიკალური გამწვანება - ანემონეს ერთ-ერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია "მწვანე კედელი", რომელიც მთელს მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი და ტრენდულია. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად საქართველოში არა ერთი წარამტებული პროექტი განვახორციელეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა იზრდება, რაც მეტყველებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და მწვან გარემოს ღირებულების გააზრებაში. 7. იმოგზაურე ანემონესთან ერთად - ანემონეს გუნდი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიაროს ქართველ მომხმარებელს. გააცნოს საინტერესო მცენარეები, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები . 8. აჩუქე მცენარე ქოთნით - ანემონეს ერთ-ერთი პირველი და ღირებული კამპანია, რომელიც წლებთან ერთად უფრო აქტუალური ხდება. ჩვენი მიზანი იყო, საქართველოში გაგვევრცელებინა მცენარის ჩუქების ტრადიცია, რადგან გვჯერა, რომ მცენარის ჩუქებით გამოწვეული ემოცია არის ხანგრძლივი და მარადიული. კამპანიას შემოუერთდა არა ერთი დიდი კომპანია, რომლებიც დღეს კორპორატიულ საჩუქრად მცენარეს ირჩევენ. 9. 2023 წელს ანემონეს სივრცემ უმასპინძლა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, რომელთათვისაც მოეწყო ანემონეს შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული ნაწილით. გვიხარია, რომ ანემონეს სივრცე გახდა მათი საყვარელი ადგილი და მეგობარი, რომელიც მუდამ ელის მათ. ანემონეს გუნდი, აქტიურად განაგრძობს ბავშვებთან და სხვა მცირე საოჯახო ტიპის სახლებთან მეგობრობას. ჩვენთვის ღირბული და მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა ნაწილისთვის, განსაკუთრებით, კი ბავშვებისთვის, ჩვენი ცოდნის, სიყვარულის და დამოკიდებულების გაზიარება. გვჯერა, რომ მცენარეებთან მეგობრობა ადამიანებს მეტად უფრო ჰუმანურებსა და კეთილგონიერებს გვხდის, რაც საბოლოოდ ქმნის უკეთეს სამყროს.