სვანიძის ზეთისხილი

სოფლის მეურნეობის პროდუქტები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქართული ზეთისხილის ზეთის წარმოება დაკავშირებულია გიორგი სვანიძესთან, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტთან. 14 წლის წინ გიორგი სვანიძის ინიციატივით გაშენდა საქართველოში პირველი ზეთისხილის ბაღები და დაიწყო პრემიუმ კლასის ზეთისხილის პროდუქციის წარმოება - კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, რომელიც გაშენებულია ტარიბანას ველზე, კახეთში, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართულ და ნატურალურ ზეთისხილის „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც გვაქვს შენარჩუნებული ზეთისხილის ბუნებრივი სასარგებლო და გემოვნური თვისებები; მსოფლიოს კვლევების მიხედვით ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკები საგრძნობლად მცირდება; ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას ხელს უწყობენ. გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას მოიცავს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია. თავად გიორგი სვანიძე ამ საბჭოს ორგზის პრეზიდენტად აირჩიეს 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში. საქართველოს ნიადაგზე მოყვანილი ზეთისხილის გადამუშავება ხდება პირველ ზეთისხილის გადამამუშავებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში, რომელიც სოფელ საქობოში, კახეთში მდებარეობს. პროდუქცია იწარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სტანდარტების მიხედვით. კომპანიის დამოკიდებულება ხარისხისადმი ურყევია, რასაც ადასტურებს მოპოვებული „ქართული ხარისხის“ ნიშანი. კომპანია ყოველწლიურად 500 ჰექტრით მაინც აფართოებს ბაღებს, შემდეგი ორი წლის გეგმაც ამას უკავშირდება - გაიზრდება გამოყვანილი ნერგების რაოდენობა, გაშენებული ბაღების მოცულობა, პროდუქციის წარმოება და მიწოდება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.