ული

ული

რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ული არის კრუასანების სამოთხე-მონო პროდუქტი. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს მხოლოდ კრუასანისგან, გვაქვს 30 სახეობის სენდვიჩი თუ დესერტი, რომლის ბაზა არის კრუასანი. ყველაზე გამორჩეული პროდუქტი არის კრუასანის ვაფლი სხვადსხვა ტოპინგით, რომელიც ინოვაციაა საქართველოში. გვაქვს ამბიცია, გვქონდეს საუკეთესო კრუასანი, ნამდვილი ფრანგული ტექნოლოგიით საქართველოში და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი ჩელენჯი, შესაბამისი ინგრედიენტების არქონაა ბაზარზე. თუმცა, შემდეგი წლის დასაწყისისთვის უკვე გვექნება გაფართოებული წარმოება და ამ პრობლემასაც მარტივად მოვაგვარებთ. ულის იდეა, შარშან ზაფხულში დაიბადა. უკვე რთული პერიოდი იყო დასაქმების ბაზარზე. თუმცა ძალიან გაგვიმართლა, დავასაქმეთ 7 სტუდენტი, რათა საშუალება ჰქონოდათ სწავლა და მუშაობა შეეთავსებინათ. ამ პერიოდში ჩვენც მათთან ერთად ვსწავლობდით. ისეთი პირობები შევქმენით და ისე შევაყვარეთ ული, ამ ერთი წლის განმავლობაში კადრების გადინება არ გვქონია. პერიოდულობით ვატარებთ სერვის პლუს-ის ტრენინგებს, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება, რაზეც სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირიც მეტყველებს. მომხმარებელთა კმაყოფილება, თანამშრომელთა კმაყოფილების პირდაპირპროპორციულია. რატომ ული? ყველა პოზიტიური სიტყვა ქართულ ენაში ული-ზე მთავრდება. ჩვენი მიზანიც, სწორედ ეს არის, მომხმარებლისთვის ული ამ შეგრძნებებთან ასოცირდებოდეს: განსაკუთრებ-ული , გამორჩე-ული, სასწა-ული, მეგობრ-ული, მხიარუ-ული, სიყვარ-ული, გ-ული. ჩვენი მიზანი არ არის კმაყოფილი მომხმარებლის ყოლა, ჩვენ გვინდა ულის მომხმარებელი იყოს ბედნიერი, რომელიც ჩვენზე ილაპარაკებს. ამის მისაღწევად ვიყენებთ რამოდენიმე ინსტრუმენტს. ობიექტზე ვქმნით ისეთ გარემოს, რასაც ადამიანი ღიმილის გარეშე ვერ ჩაუვლის და ყველა შეკვეთის დროს ვცდილობთ, გავაგზავნოთ დამატებით რაიმე სიმბოლური პროდუქტი ან თუნდაც მინაწერი, რაც ჩვენს მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ.