Lampino

Lampino

ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, განათება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ლამპინოს სახელით მე, ქეთი ნოზაძემ შევქმენი ქართული არქიტექტურით ინსპირირებული უნიკალური სანათი რომელიც გარდა ესთეტიკური ღირებულებისა გამოირჩევა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით. თითოეული მოდელი კონკრეტული არქიტექტურული ძეგლის, ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის თუ საბჭოთა არქიტექტურის ნიმუში, ერთგვარ კონსერვაციას წარმოადგენს, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენებს მას და ამასთან სრულად გადმოსცმეს ძეგლის უნიკალურ ხასიათს. რადგან ლამპინოს პროდუქტს ანალოგი არ აქვს კონკურენციაზე საუბარი მიჭირს, ვფიქრობ მისი კონკურენტუნარიანობა თავად შეგიძლიათ შეაფასოთ. სამომავლო გეგმებში აუცილებლად იგულისხმება არაერთი ისტორიული და კულტურული ძეგლის სანათის ფორმით გაცოცხლება. გუნდის და შესაბამისად წარმოების ზრდა, ასევე სახელოსნო და საგამოფენო სივრცის შექმნა სადაც მსურველებს ექნებათ საშუალება მოისმინონ კონკრეტული ძეგლის ისტორია და შემდგომ თავად მიიღონ სანათის შექმნაში მონაწილეობა.