იგრიკა

იგრიკა

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

იგრიკამ" შეიძინა პასუხისმგებლობა, რომ ეძებოს და ისაუბროს ქართულ მივიწყებულ სახე-სიმბოლოებზე. ჩვენთვის წარსული არ არის მხოლოდ ინსპირაცია, ვცდილობთ თანამედროვე ენით გავაგრძელოთ გაწყვეტილი ამბები ,შენც ამ საამაყო საგანძურის მცველი ხდები ამიტომ ჩვენი სლოგანია - ამბავი შენით განაგრძობს თხრობას. როგორც ირკვევა , ეროვნულ ზღაპართა მასიური შეკრება მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ‘’ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ’’ ზეპირსიტყვიერების შესაკრებად ხალხს სთხოვა დახმარება. ისინი აცნობიერებდნენ თუ რამდენად ღირებული იყო ეს ნაბიჯი ერის თვითმყოფადობის განმტკიცებისათვის, ჩვენი ენის გაძლიერება-გამდიდრებისთვის. გონების ნაწარმოებებს ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ბეჭდავდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი არ იყო ზეპირსიტყვიერი ფოლკლორისთვის შესაფერისი ადგილი, მათ ამ გზით შეძლეს და გადაარჩინეს მრავალი გადმოცემა. ვფიქრობთ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენი ყურადღება უნდა დავუთმოთ ქართულ ზეპირსიტყვიერებას, მივიწყებულ სახე-სიმბოლოებს, რომლებიც გასაოცრად აღწერენ ერის სულიერ სამყაროს. Ამ მიზნით ჩვენ თანამდეროვე პლატფორმას - სოციალურ ქსელს ვიყენებთ. დღითიდღე იზრდება ცნობადობა და ჩართულობა, ამ კუთხით გამორჩეულია ჩვენი ანბანის პროექტი - 33 ასო-ნიშანი, 33 ამბით. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან შემდეგ კვირას, გვიზიარებ აზრებსა და წყაროებს. ერთად ვეცნობით ახალ აღმოჩენებს.