ქლევერტონ

ქლევერტონ

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვართ ქლევერტონი - პლატფორმა ინოვაციური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. კომპანია 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ტრენინგ პროგრამების ორგანიზება, პრე-აქსელერატორის პროგრამების შექმნა, ჰაკათონების და მსგავსი ღონისძიებების, ტექნოლოგიური ბანაკები�� და სხვა ივენთების ორგანიზება, ასევე რეგიონალური სტარტაპების და ბიზნესების კონსულტაცია და მენტორშიპი. ჩვენი ძირითადი მისიაა სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება განათლების გზით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება რასაც ვქმნით არის განათლება და ინფორმირებულობა, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პროექტების ფარგლებში ვაზიარებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ მეწარმეებს და ინოვატორებს რეგიონებში რათა მათ შეძლონ თავიანთი იდეების განვითარება და განხორციელება. ამ დროისთვის ტრენინგების და მენტორშიპების შედეგად ჩვენს მეწარმეებს დავეხმარეთ 4 მილიონზე მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. პროექტების დასრულების შემდეგ მონაწილეები პარტნიორებად და მეგობრებად რჩებიან, ამიტომ აქტიურად ვცდილობთ მათ ჩართვას ჩვენს პროექტებსა თუ სხვა აქტივობებში რაც კიდევ უფრო ზრდის მათი წარმატების რიცხვს, ჩვენი გუნდის ბევრი წევრი დღეს ჩვენი პროე���ტების მონაწილეები არიან სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი ძირითადი ოფისი თბილისშია, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდი თბილისიდან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობს, ადგილობრივი გუნდის წევრებთან ერთად ��როექტების განსახორციელებლად.