Happykids
ელექტრონული კომერცია
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
მცირე მეწარმეები ყოველდღიურად იბრძვიან შემოსავლის მისაღებად, უწევთ შეითავსონ ძალიან ბევრი საქმე რესურსების სიმცირის გამო, ერთდროულად იზრუნონ პროდუქტის შექმნაზე, მომხმარებელთან კომუნიკაციაზე, მიწოდებაზე, მარკეტინგზე და უამრავ სხვა საოპერაციო გამოწვევაზე. რის გამოც ვეღარ ახერხებენ წარმოების განვითარებას და ახალი პროდუქტების შექმნას. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შევქმენით საბავშვო ნივთების პლატფორმა happykids, რომელიც ეხმარება მცირე მწარმოებლებს გადაჭრას საოპერაციო და მარკეტინგული გამოწვევები და გაზარდოს შემოსავალი. პარალელურად კი ვცდილობთ საბავშვო პროდუქციის შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებული და სანდო პროცესი გახდეს და ვქმნით პლატფორმას, რომელიც სითბოს და სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს ყველას, დაკავებულ დედ-მამას, დეიდას, ნათლიას თუ ბიძას, რადგან გვჯერა რომ ბედნიერება მომენტებშია და გვინდა რომ ამ მომენტების ნაწილი ვიყოთ.