kiddos
ელექტრონული კომერცია
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
თუ ხართ მშობელი ან თქვენს მეგობრებს ჰყავთ შვილები, დამეთანხმებით რომ სახლში უამრავი ნივთია, რომელიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს და არ იცით სად წაიღოთ. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მუდმივად ეცვლებათ ინტერესები, ამის გამო ბევრი გამოუყენებელი ნივთის გორა გროვდება სახლში, რომელთა რეალური ჯამური ღირებულება კოლოსალურ ციფრებს აღწევს და მათი ეკონომიკაში ჩაბრუნებით დიდი დოვლათის შექმნა შეიძლება. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით პირველი საბავშვო ნივთების გადაყიდვის პლატფორმა, სადაც მშობლებს შეუძლიათ სწრაფად გაყიდონ და იყიდონ მეორადი საბავშვო ნივთები, გამოითავისუფლონ ადგილი კარადებში, დაზოგონ ფული ახალი ნივთების შეძენაში და ამავდროულად გამოიმუშაონ თანხა არსებული გამოუყენებელი ნივთების გადაყიდვით, თან ისე რომ არანაირი სირთულე არ ჰქონდეთ ლოჯისტიკაში, მარკეტინგში, მომხმარებელთან კომუნიკაციასა და მიწოდებაში, რადგან ყველა ამ თავსატეხს ჩვენს თავზე ვიღებთ.