ვარძიარეზორტი

ვარძიარეზორტი

გართობა, დასვენება, სპორტი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვარძიის ისტორია არა XII საუკუნეში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მშენებლობით, არამედ უფრო ადრეულ ხანაში იწყება, როდესაც ეტაპობრივად ყალიბდებოდა ჩვენი ქართული ისტორია და კულტურა და რისთვისაც იმთავითვე თავდაუზოგავად იღწვოდნენ, იბრძოდნენ და შრომობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზრახვა, რომ სამცხე-ჯავახეთის ამ უნიკალურ ადგილზე შეგვექმნა ვარძიარეზორტის სახით ხიდი ისტორიასა და თანამედროვეობას შორის. ვარძიარეზორტი უნიკალურია იმით, რომ აქ ერთმანეთს ერწყმის მესხეთის ისტორია და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური კომფორტი შევუქნათ საქართველოს უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლის – ვარძიის ნებისმიერ მნახველს. აქ თქვენ დაგხვდებათ უძველესი გამოქვაბულები, მონასტერი, ჩანჩქერი, ტერასები და აუზები, სპა, კომფორტული ოთახები, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები და შთამბეჭდავი ხედი ვარძიის კომპლექსზე. ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთიანობაში ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და ქართულ ადათ-წესებთან სიახლოვეს გიქმნით. აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ მოწყდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ განიტვირთოთ. რეზორტის მისამართია.: ახალქალაქის რაიონი, სოფელი გოგაშენი “ჭაჭკარი” ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მოპირდაპერი მხარეს