დამნაშავის ლოგიკა
სამაგიდო თამაში
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
“დამნაშავის ლოგიკა” არის პირველი ქართული საგამოძიებო სამაგიდო თამაში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს მოირგო გამომძიებლის როლი და გამოიძიო მოცემული საქმე. ჩვენი პროდუქტი მომხმარებლისთვის არაერთ ღირებულებას ქმნის. გამომძიებლის როლის მორგება მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, ექსპერიმენტალური და საინტერესო პროცესია. გართობის გარდა, თამაში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების, დაკვირვებისა და დედუქციის, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისა და ფიქრის უნარის განვითარებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალურად გამოიძიოს ჩვენი დეტექტიური საქმეები და იგივე სიამოვნება მიიღოს როგორც ჯგუფურად/გუნდურად გამოძიებისას. “დამნაშავის ლოგიკა” ქართულ ბაზარზე პირველი ქართული საგამოძიებო სამაგიდო თამაშია. პირველ რიგში, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს თამაშის კონცეფცია და ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები. თამაში წარმოდგენილია ნამდვილი დეტექტიური საქაღალდის ფორმატით. საქმეში ყველა ის დოკუმენტია მოცემული, რომელიც გამოძებისთვის არის საჭირო - პერსონაჟების ჩვენებები, გამოკითხვის ოქმები, ფოტოსურათები, თითის ანაბეჭდები და სხვა. “დამნაშავის ლოგიკას” სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს: პირველ რიგში, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცნობადობა და აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქტი გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან და სამაგიდო თამაშების სივრცეებთან აქტიურ თანამშრომლობას. დავაორგანიზოთ საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს რეალისტურ სივრცესა და გარემოში მოირგონ გამომძიებლის როლი. დავამატოთ სხვადასხვა სახის საგამოძიებო ჟანრის პროდუქტები: მაგალითად, მრავალჯერადი სახის დეტექტიური სამაგიდო თამაში, რომლის ძირითადი კონცეფცია აგებული იქნება კარტების პრინციპზე. “დამნაშავის ლოგიკის” უკვე არსებული საქმეების ინგლისურ ენაზე თარგმნა, რომ ტურისტებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივ ბაზარზე. პროდუქტის უკეთ გასაცნობად, იხ. “დამნაშავის ლოგიკის” ინტერვიუები: https://on.ge/story/101154-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%97 https://bm.ge/tag/damnashavis-logika https://www.facebook.com/watch/?v=3242344672758571