ენთები

ენთები

მომსახურება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„ენთები“ ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც დღეს ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. მარტივად შევაჯამებთ რაში მდგომარეობდა ენთების სერვისის განსხვავებულობა: როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიები ან პირდაპირ ადეკლარირებდნენ, რომ მათი სერვისი განკუთვნილი იყო მსხვილი ბიზნესებისთვის ან მათ მიერ შეთავაზებული ფასი პრაქტიკულად უზღუდავდა წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა და მცირე/საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებდა. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა. მიდგომა იყო მარტივი: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას გვაძლევდა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტისთვის მისაღებ ფასად შეგვეთავაზებინა მომსახურება და მეორემხრივ ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის დიჯიტალიზაციას და გავირტუალურებას. ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალური იყო და სწორედ ეს განახორციელა ენთებმა. ჩვენი მომსახურება ყველასთვის სტანდარტული და ერთგვაროვანია. მაგალითად, ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით 100-ზე მეტ მცირე მეწარმეს (მეწარმე ფიზიკურ პირს) ისეთივე ხარისხითა და იმავე ტექნოლოგიებით, როგორც ვემსახურებით 400-ზე მეტ კომპანიას. ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური გამართულობა და ავტომატიზაციები საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ყველა მომხმარებელს შევთავაზოთ ერთგვაროვანი, ზუსტი და გამართული სერვისი. ეს განაპირობებს იმას, რომ მომხმარებლების 90%-ზე მეტი ძალიან კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით. მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ მომხმარებელთა კმაყოფილების მართვასა და გაუმჯობესებაში არის ჩვენი "მომხმარებელთა გამოცდილების მართვის" განყოფილება, რომელიც აგროვებს კლიენტების უკუკავშირს სხვადასხვა მეთოდოლოგიით (მათ შორის ანონიმური უკუკავშირის გზით) და რაც მთავარია, კლიენტების შეფასება უშუალო ასახვას ჰპოვებს ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურების ზრდაზე (ჯამურ შეფასებაში 30%-იანი წონით). ხდება ყველა იმ საკითხის აღრიცხვა, რომელშიც კლიენტი საჭიროებს დახმარებას, ან მიდგომის გაუმჯობესებას და ყოველთვიური შეხვედრების გზით ხდება მათზე სწრაფი რეაგირება. ჩვენი კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია თანამშრომლების დატრენინგება და მუდმივი გადამზადება. გარდა იმისა, რომ მუდმივად ტარდება შიდა ტრენინგები, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მოიძიოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ტრენინგები/კურსები, რომელზეც მიაჩნია, რომ მისი უნარების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება და ჩვენი კომპანიისგან მიიღოს ამ ტრენინგების/კურსების 60%-იანი თანადაფინანსება. თითოეული ჩვენ კლიენტ კომპანიას, ან მეწარმე ფიზიკურ პირს ენიშნება უშუალო საკონტაქტო პირი (ექაუნთ მენეჯერი). მომსახურების პერსონიფიცირება ხდება სწორედ ექაუნთ მენეჯერის დონეზე. თავად ბუღალტერიის წარმოების პლატფორმა და აღრიცხვის მეთოდოლოგია ერთგვაროვანია. ბუღალტერიისა და აღრიცხვის ერთგვაროვნება იძლევა ხარისხის გარანტს, თუმცა პერსონიფიცირებულია თავად ექაუნთ მენეჯერის მომსახურება, რომელიც სხვადასხვა ტიპაჟის კლიენტს ენიშნება განსხვავებულად. მაგალითად, მომხმარებელს, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს ფინანსურ ანალიზზე და რეკომენდაციების მიღებაზე, ენიშნება ექაუნთ მენეჯერი, რომელიც მეტად გამოცდილია ბიზნესის ოპტიმიზაციებსა და მართვაში.