Chocoholic

Chocoholic

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შოკოჰოლიკი აწარმოებს ხელნაკეთ ტკბილეულს. ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება დანამატების, კონსერვანტების გარეშე და უსაფრთხო იქნება როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებითვის. დღეს, შოკოჰოლიკი ერთადერთი მინი საწარმოა საქართველოში, რომელიც 6 სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთ ნუგას აწარმოებს. გარდა ნუგებისა, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ასევე ბონბონებს და ტრიუფელებს. ორი წლის მანძილზე შემოსული შეკვეთების რაოდენობა და კმაყოფილი მომხმარებლების უკუკავშირი, გვაძლევს საფუძვლეს ვიფიქროთ, რომ შოკოჰოლიკს ძალიან კარგი ზრდის პოტენციალი აქვს, არამხოლოდ საქართველოში,არამედ საზღვარგარეთ. ჯერჯერობით ჩვენი პროდუქტი მხოლოდ საჩუქრების სახით გადის ქვეყნიდან. ვფიქრობთ, შოკოჰოლიკის უპირობო წარმატების საიდუმლო მის სტაბილურად მაღალ ხარისხში და სანდოობაშია. დღესდღეობით, ნუგების მრავალფეროვანი წარმოების თვალსაზრისით, შოკოჰოლიკს კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენი მიზანია პროფესიონალური, საქმისადმი ერთგულებით უფრო მეტად განვვითარდეთ, წინ წავიდეთ და აუცილებლად გავიდეთ ექსპორტზე და ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართული ნუგა არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება ფრანგულ ნუგას ან თუნდაც ესპანურ ტურონს. ჩვენი მომდევნო ორი წლის გეგმებში შედის გაფართოება (შედარებით დიდი საწარმოს გახსნა) და აუცილებლად ექსპორტზე გასვლა.