თვითი

თვითი

წარმოება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კორპორაციული პასუხისმგებლობის მზარდი მნიშვნელობის ეპოქაში, მონტესორის მეთოდოლოგიით ინსპირირებული მრავალფეროვანი ავეჯისა და სათამაშოების საწარმო “თვითი” ადგილობრივ ბაზარზე გამოირჩევა პოზიტიური სოციალური ცვლილებების რწმენითა და ხელშეწყობით. კომპანია ძირითადი ბიზნეს საქმიანობის მიღმა, ახორციელებს აქტივობებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ბავშვთა და ზოგადად, საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში. აღნიშნული მიზნებისათვის “თვითი” უპირველესად დიდი პასუხისმგებლობით უდგება სოციალური მედიის პლატფორმებს (Facebook (9.2K followers), instagram (4,2K followers): TVITI.თვითი). რამდენადაც „თვითი“ იაზრებს ამ არხების გავლენის მასშტაბს, მათ იყენებს არა მხოლოდ გაყიდვების ზრდის, არამედ პოზიტიური მშობლობის, ბავშვის განვითარებისა და მათი მხარდაჭერს ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ „თვითის“ ნაწარმისა და სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებლები არიან ძირითადად მშობლები და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ექსპერტული ცოდნის გავრცელების გზით, „თვითის“ აქტიურად შეაქვს წვლილი ბავშვებისათვის მზრუნველი და განმავითარებელი გარემოს ხელშეწყობის საქმეში. გარდა ამისა, „თვითი“განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების წარმომადგენლებზე ფოკუსით, ქმნის პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და წარმოებაში მონაწილეობის უფასო სივრცეს დამწყები პროფესიონალებისათვის. საწარმოს კარის გაღება უანგარო მხარდაჭერითა და უნარებით აძლიერებს ინდივიდებს, ვისთვისაც შრომის ბაზარზე მოხვედრა რიგ ბარიერებთანაა დაკავშირებული; ამგვარად, „თვითის“ ერთი მხრივ, შეაქვს წვლილი ბაზრის განვითარებაში, ხელს უწყობს ინდივიდების ეკონომიკურ წინსვლას, მეორე მხრივ კი, ხშირად სტიგმატიზებული და მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიას ემსახურება