იუნაითედ ფემილი

იუნაითედ ფემილი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

საბავშვო ბაღების ქსელი "ფემილი" დაფუძნდა 2016 წელს და ზრდის სწრაფი დინამიკის გამო, დღეს აქვს ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, კერძო ბაღებს შორის - წარმოდგენილი 8 ფილიალით და +2 ფილიალი რემონტდება. ჩვენი ფილოსოფიაა, რომ ბავშვი უნდა იყო ბაღში ბედნიერი და უხაროდეს მოსვლა. არ ვფიქრობთ, რომ უნდა ვასწავლიდეთ მათ კვანტურ ფიზიკას და 4 ენას ერთდროულად და ამით წავართვათ ბავშვობა. ჩვენი მიდგომაა, რომ ვიყოთ სრულიად გამჭვირვალე აღსაზრდელებთან და მშობლებთან ურთიერთობაში. გვაქვს ონლაინ კამერების ხედვის სერვისი და ვცდილობთ, რომ ყველა აღსაზრდელს მაქსიმალური სითბო და სიყვარული გავუზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ფილიალების სწრაფი ზრდა, შევეცადეთ, რომ არ გაუარესებულიყო მომსახურების ხარისხი, რაზეც კომპანიის მთელი მენეჯმენტი ყოველწუთიერად ზრუნავს, ყოველდღიურად. ასევე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლები არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ვცდილობთ, მაქსიმალურად მეგობრული სამუშაო გარემო შევუქმნათ.